ევროკავშირში მოღვაწე ინჟინერთა და მეცნიერთა შორის 41%-ს ქალები შეადგენენ. ამჟამად ამ სფეროებში ევროპის მასშტაბით 7,7 მილიონი ქალი მოღვაწეობს, რაც 380 ათასით უფრო მეტია, ვიდრე ერთი წლის წინანდელი მაჩვენებელი. ასეთ მონაცემებს ევროპის სტატისტიკის სააგენტო ევროსტატი ავრცელებს.
მეცნიერ ქალბატონთა ამბავში ლიდერი დანიაა (51%), მეორე ადგილს ესპანეთი იკავებს (50%) და მესამე – ბულგარეთია (49%). რეიტინგის მეორე ბოლოში უნგრეთი და ფინეთი (ორივეს 31%), ასევე იტალია (34,1%) მოექცნენ.
ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ქალები მეცნიერთა და ინჟინერთა შორის უმრავლესობას წარმოადგენენ. მაგალითად, ესპანეთში, კერძოდ კი კანარის კუნძულებზე მათი რიცხვი 59%-ია. ამასთან, უნგრეთში, გერმანიაში და იტალიის ზოგიერთ რეგიონში ამ პროფესიებში ქალების რიცხვი სულ უფრო და უფრო მცირდება.
ქალი-მეცნიერები და ინჟინრები უფრო ხშირად მომსახურების სფეროში არიან დასაქმებული, ასევე საწარმოებშიც. ყველაზე ნაკლებად მათ წყლის და საჰაერო ტრანსპორტში, ასევე საფოსტო მომსახურებაში ვხდებით.