ევროპელებმა „წლის ავტომობილი“ აირჩიეს. „ევროპული ავტომობილის“ კონკურსის გამარჯვებული წელს კომპაქტური კროსოვერი Volvo XC40 გახდა.
გამოკითხვის შედეგები ჟენევის ავტოშოუზე გამოვლინდა და შვედურმა ბრენდმა ეს წოდება პირველად მოიპოვა. Volvo-ს კროსოვერმა სულ 325 ხმა დააგროვა, შემდეგი პოზიცია 242 ხმით ჰეტჩბეკმა – Seat Ibiza-მ დაიკავა. ლიდერთა სამეულს კი – 226 ხმით BMW-ს მე-5 სერიის სედანი იკავებს.
პრემიის ნომინანტთა სიაში ასევე Kia Stinger (204 ქულა), Citroen C3 Aircross (171 ქულა) Audi A8 (169 ქულა) და Alfa Romeo Stelvio (163 ქულა) მოხვდნენ. რაც შეეხება გამარჯვებულს, Volvo XC40-ს დებიუტი გასულ წელს მილანის ავტოშოუზე შედგა.
კროსოვერი გახდა შვედური ბრენდის პირველი მოდელი, რომელიც CMA-ს პლატფორმაზე ააწყეს. მოდელს ორი ძრავი – დიზელის D4 და ბენზინის T5 აქვს დამონტაჟებული. პირველ მათგანს 190 ცხენის ძალის, მეორეს კი 254 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ გასულ წლებში „ევროპის ავტომობილის“ წოდება Peugeot 3008-ს, Opel Astra-ს, Volkswagen Passat-ს, Peugeot 308-ს და Volkswagen Golf-ს აქვთ მიღებული.