LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპელთა 86% ფიქრობს, რომ სოციალური ქსელები ფსიქიკურ ჯანმრთელობას აზიანებს

70
soci

ევროპელთა 86% დარწმუნებულია, რომ სოციალური ქსელები ადამიანის ფსიქიკას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს, 62% კი აპირებს, რომ ქსელებში პირადი გვერდები წაშალოს. ასეთი დასკვნა ესპანელმა მეცნიერებმა ევროკავშირის პროექტზე მუშაობის დროს მიიღეს.
ექსპერტთა ჯგუფმა 7 ევროპული ქვეყნის – გერმანიის, ესპანეთის, საფრანგეთის, იტალიის, უნგრეთის, ნიდერლანდების და პოლონეთის მოსახლეობა გამოჰკითხა.

ევროკავშირი ძალიან შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ სოციალური ქსელები ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვისაც შეიძლება ძალიან საშიში იყოს, განსაკუთრებით კი მოზარდებისა და ბავშვების შემთხვევაში. ექსპერტები ამ ფაქტს ხშირად ონლაინ-ბულინგთან, ყალბ ახალ ამბებთან და თავსმოხვეულ რეკლამასთან აკავშირებენ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ჩიფსებისა და ტკბილეულის რეკლამა სოც-ქსელებში, ბავშვებს აიძულებს რომ 26%-ით უფრო მეტი მავნე საკვები მიიღონ.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლიდან 16 წლამდე ბავშვებს WhatsApp-ში დარეგისტრირება აღარ შეუძლიათ.

ზოგადად კი სოციალურ ქსელებს ევროპელთა 56% იყენებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები