The Campus Advisor-მა, ონლაინ პლატფორმამ, რომელიც უნივერსიტეტების შესახებ სტუდენტთა მოსაზრებებს აგროვებს და შემდეგ განათლების სფეროში რეიტინგებს აქვეყნებს, ამჯერად ევროპის საუკეთესო სტუდენტური ქალაქების სია გამოავლინა.
ექსპერტთა შეფასებით საუკეთესო ქალაქი, სადაც ნებისმიერ ახალგაზრდას დაუვიწყარი სტუდენტური ცხოვრების გატარება და თან განათლების მიღება შეუძლია – პრაღაა.
ჩეხეთის დედაქალაქმა ტოპ პოზიცია უსაფრთხოების, ხელმისაწვდომობის და გამორჩეული კულტურის დამსახურებით დაიკავა. სტუდენტებს განსაკუთრებით მოსწონთ ცხოვრების ღირებულება და გასართობი აქტივობები, რაც მათ სტუდენტურ ცხოვრებას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.
საუკეთესო სტუდენტური ქალაქების სიაში მეორე ადგილი გერმანულმა ჰაიდელბერგმა დაიკავა. დასახლებას დიდი სტუდენტური ტრადიცია აქვს და პრაღას ისეთ პარამეტრებში ჯობნის, როგორიცაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, აკადემიური გარემო და კულტურული მრავალფეროვნება.
მესამე ადგილი ირლანდიურმა გოლუეიმ დაიკავა. ქალაქი ყველა პუნქტში მაღალ შეფასებას იმსახურებს და ერთადერთი ნაკლი რაც აქვს, ეს ცუდი ამინდია.
დაბოლოს, რეიტინგის მეოთხე ადგილი ბუდაპეშტს (უნგრეთი) ხვდა წილად და ხუთეულს გრანადა (ესპანეთი) ასრულებს.