LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის „მწვანე დედაქალაქი“ არჩეულია

54

ევროპის „მწვანე დედაქალაქი“ არჩეულია. 2020 წლისთვის საპატიო ტიტულს ლისაბონი ატარებს. როგორც ჩანს, მომავალი წლები ნამდვილად პორტუგალიას ეკუთვნის. ქვეყანა ზედიზედ რამდენიმე ტურისტული დაჯილდოების გამარჯვებული გახდა და წარმატებები ამით არ დამთავრებულა. ლისაბონს ყველაზე „მწვანე ქალაქის“ ტიტული ეკონომიკური წარმატებებისთვის და ეკოლოგიაზე ზრუნვისთვის გადაეცა. სხვადასხვა პროექტების დამსახურებით, პორტუგალიის დედაქალაქში ჰაერის დაბინძურებაც შემცირებულია.

აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს ევროპის რჩეული – ნორვეგიული ოსლო იქნება და ლისაბონი ტიტულს სწორედ მისგან გადაიბარებს. ზოგადად კი „მწვანე დედაქალაქის“ წოდებისთვის ყოველწლიურად ათობით დიდი ქალაქი იბრძვის ხოლმე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები