LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის რეგიონები ყველაზე უსაფრთხო გზებით

159
safe-roads

იტალიის ავტონომიური რეგიონი ვალე-დ’აოსტა და პატარა ესპანური ქალაქი სეუტა ევროკავშირის მასშტაბით ყველაზე უსაფრთხო გზების სიაში ლიდერობენ. ევროპის სტატისტიკური სააგენტოს „ევროსტატის“ ინფორმაციით, ამ ადგილებში ერთი წლის განმავლობაში არ მომხდარა არც ერთი ავტო საგზაო შემთხვევა, რომელიც მსხვერპლით დასრულდებოდა.

გზებზე უსაფრთხოების მაღალი დონე აღნიშნეს რამდენიმე საქალაქო რეგიონშიც: ბრიუსელის მიდამოებში (მილიონ მაცხოვრებელზე 7 მსხვერპლი გზებზე), ვენაში (8 მსხვერპლი), სტოკჰოლმსა და მის შემოგარენში (9 მსხვერპლი) და გერმანულ ქალაქ ბრემენში (ასევე 9 მსხვერპლი).

ევროპის ყველაზე საშიში გზის მქონე რეგიონი საფრანგეთში მდებარე გვადელუპა აღმოჩნდა. ამ ადგილას მილიონ მაცხოვრებელზე 159 ლეტალურად დასრულებული ავტო საგზაო შემთხვევა დაითვალეს. შემდეგ ადგილზეა ბულგარეთის ჩრდილოეთ-დასავლეთი რეგიონი (133 მსხვერპლი) და გვიანა, კიდევ ერთი ფრანგული დასახლება (120 მსხვერპლი).

შეგახსენებთ, რომ ევროპულმა სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს 2050 წლისთვის სიკვდილით დასრულებული ავტო საგზაო შემთხვევების რაოდენობა ნულამდე შეამცირონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები