LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის რომელ ქვეყანაში იყიდით iPhone 7-ს ყველაზე იაფად?

65

CupoNation-ის სპეციალისტებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, ევროპის რომელ ქვეყანაში ღირს iPhone 7 ყველაზე იაფი.

კვლევის თანახმად, ყველაზე დაბალ ფასად 32 გიგაბიატიანი iPhone 7-ის შეძენა დიდ ბრიტანეთში არის შესაძლებელი. გაჯეტის ფასი აქ 599 ფუნტია. ყველაზე ძვირი კი რუსეთი აღმოჩნდა, სადაც სმარტფონი 830 ევრო ღირს.

დიდი ბრიტანეთის შემდეგ მოდის შვეიცარია (698 ევრო), ავსტრია (759 ევრო), ესპანეთი (769 ევრო), საფრანგეთი (769 ევრო), ბელგია (769 ევრო), ჰოლანდია (769 ევრო), შვედეთი (774 ევრო), პოლონეთი (775 ევრო), ფინეთი (779 ევრო), დანია (780 ევრო), იტალია (780 ევრო), ნორვეგია (824 ევრო).

აღნიშნული მონაცემები შექმნილია ოფიციალური ფასების მიხედვით, ამიტომ ბევრი მომხმარებელი მის შეძენას უპირატესობას არაოფიციალურ მყიდველებთან არჩევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები