LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის რომელ ქვეყანაში მდებარეობს ყველაზე ლამაზი მეღვინეობა

128
outlooktraveller2024-07ef708451

Google-ის მომხმარებლებმა ევროპის ყველაზე ლამაზი მეღვინეობა აირჩიეს. ამის შესახებ out look traveler წერს.

ხორვატიაში მდებარე მევენახეობა Vinarija Rizman ევროპაში ყველაზე მხატვრულად აღიარეს. საინტერესო გამოკითხვა Google-მა ჩაატარა.

დანიის სატრანსპორტო კომპანია DFS-მა ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებშიც google-ის 20 ათასზე მეტი შეფასება შეისწავლეს. პროექტის მიზანი ევროპის ყველაზე ლამაზი ვენახის გამოვლენა იყო. სპეციალისტებმა შეფასებების შესწავლისას ისეთ სიტყვებს მიაქციეს ყურადღება, როგორიცაა – „ლამაზი“ ან „მხატვრული“. ასეთი დახასიათებისთვის თითოეულ მეღვინეობას ერთი ქულა ენიჭებოდა.

რეიტინგში პირველი ადგილი 97,9 ქულით ხორვატიამ დაიკავა.

ევროპის ტოპ-10 ყველაზე ლამაზი მეღვინეობა:

  1. Vinarija Rizman, ხორვატია.
  2. Poggio del Moro Boutique Winery, იტალია.
  3. San Giorgio a Lapi, იტალია.
  4. Abaia Winery and Vineyard, ალბანეთი.
  5. Chateau de la Cree, საფრანგეთი.
  6. English Oak Vineyard, დიდი ბრიტანეთი.
  7. Kasteluli, ხორვატია.
  8. Quinta do Jalloto, პორტუგალია.
  9. Momik WineCube, სომხეთი.
  10. Vitis Winery, ხორვატია.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები