კასანდრას ნახევარკუნძულზე მდებარე ბერძნული სანაპირო – ევროპის ყველაზე ლამაზ პლაჟად დაასახელეს. შესაბამისი რეიტინგი ტურისტული ორგანიზაციის European Best Destinations-ის სპეციალისტებმა შეადგინეს.
ოკეანის სანაპიროზე დასასვენებლად საუკეთესო ადგილი პლაჟი Port Glarokavos Lagoon გახდა, ლოკაცია რომელიც საბერძნეთის ჩრდილოეთშია განთავსებული. ამ ადგილს ხშირად „ცისფერ ლაგუნას“ უწოდებენ, რაც გამჭვირვალე, კამკამა წყალს და რბილ, ოქროსფერ ქვიშას უკავშირდება. პლაჟი ყველაზე ფოტოგენურადაც ითვლება.
მეორე ადგილზე იტალიური სანაპირო Cala Brandinchi გავიდა, ლოკაცია რომელიც ხმელთაშუა ზღვაში, სარდინიის კუნძულზე მდებარეობს. პლაჟს არაოფიციალური დასახელება „პატარა ტაიტიც“ აქვს, რაც თეთრ ქვიშას და კრისტალურად სუფთა წყალს უკავშირდება.
რეიტინგის მესამე პოზიცია კუნძულოვანმა სანაპირომ Cala Pregonda-მ დაიკავა. ესპანეთის კუნძულ მალიორკაზე მდებარე პლაჟი ვიზიტორებს წითელი-ოქროსფერი ქვიშით ხიბლავს.
საუკეთესო პლაჟების შემდეგი პოზიციები გადაინაწილეს იტალიურმა Cala Luna-მ, Gale Fontainhas-მ პორტუგალიის სამხრეთში, კიდევ ერთმა სარდინიულმა ლოკაციამ La Pelosa, ბერძნულმა Assos-მა, ხორვატიულმა Banje-მ და ესპანურმა Gulpiyuri-მ.