LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპულ ქვეყნებში სტუდენტებისთვის დამატებით საცხოვრებელს ააშენებენ

111
investeu-programme-2

ევროკავშირის მხარდაჭერით უახლოს წლებში სტუდენტებისთვის დამატებით საცხოვრებლებს ააშენებენ. პირველ რიგში მათ პოლონეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში დაამატებენ. სიახლის შესახებ eif.org წერს.
ახალი ნაგებობები 3 ათასზე მეტ სტუდენტს დაიტევს.

ამასობაში, პოლონეთში მშენებლობა უკვე დაწყებულია და ვარშავის, ვროცლავის და გდანსკის უნივერსიტეტებში ჩარიცხულ 1800 სტუდენტს დაიტევს. მშენებლობის დასრულება 2027 წლისთვის იგეგმება.

ევროპაში სტუდენტთა რაოდენობა სულ უფრო და უფრო იზრდება. 2030 წლისთვის მათი რიცხვი 23,5 მილიონი ადამიანი იქნება, რაც დღევანდელ მაჩვენებელთან შედარებით 10%-ით მეტია. ბუნებრივია, ამ სტუდენტთაგან ნახევარი სხვადასხვა ქვეყნებიდან მოდის და უძრავი ქონების ბაზარზე მაღალი ფასების გამო საცხოვრებლის დაქირავება მათთვის თითქმის წარმოუდგენელია. მხოლოდ პოლონეთში ბინების ფასები წელს 12,3%-ით გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები