შვედეთის ქალაქმა უპსალამ,რომელიც სტოკჰოლმის ჩრდილოეთში მდებარეობს, ევროპის ყველაზე სუფთა ქალაქების სიაში პირველი ადგილი დაიკავა. რეიტინგი ევროპის გარემოს სააგენტომ შეადგინა.
ჰაერის სისუფთავის შესამოწმებლად მის შემადგენლობაში მყოფი მყარი ნაწილაკების რაოდენობა შემოწმდა, რაც ნაკლები იყო მათი ოდენობა, მით უფრო სუფთა იყო ჰაერი. ქალაქის ჰაერის დამაბინძურებელ ნაწილაკებს სასუნთქი გზების დაავადებების გამოწვევა შეუძლიათ როგორც ადამიანებში, ასევე ცხოველებში.
უპსალაში ჰაერის დაბინძურება იმდენად დაბალია, რომ ფაქტობრივად ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
ასეთი შედეგის მიღწევა დასახლებამ ავტომობილებისთვის სიჩქარის რეჟიმის დაწესების და ქუჩების უფრო ხშირად დასუფთავების შემდეგ მიიღო.
10 ევროპული ქალაქი ყველაზე სუფთა ჰაერით:
- უპსალა (შვედეთი)
- უმეო (შვედეთი)
- ფარუ (პორტუგალია)
- რეიკიავიკი (ისლანდია)
- ოულუ (ფინეთი)
- ტამპერა (ფინეთი)
- ნორჩეპინგი (შვედეთი)
- ფუნშალი (პორტუგალია)
- ტალინი (ესტონეთი)
- ნარვა (ესტონეთი).
ჰაერის ხარისხი ძალიან ცუდია ხორვატიაში, პოლონეთსა და იტალიაში.