LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაჩულია ბითაძეს: მჯერა სამაგალითო გახდები

98
EPCCwrwWkAAYEFz

ზაზა ფაჩულია Instagram-ის ”ლაივში” გოგა ბითაძეს რამდენიმე თემაზე ესაუბრა. ფაჩულიამ აღნიშნა, რომ G ლიგაში თამაში პროგრესისთვის და NBA-ში დამკვიდრებისთვის მნიშვნელოვანია. მათი საუბრის გარკვეულ ნაწილს გთავაზობთ.

 

ზაზა: რა არის შენი რუტინა, დღის განმავლობაში რას აკეთებ ხოლმე?

გოგა: დილით ზოგჯერ დავრბივარ, შემდეგ კი ორი ვარჯიში მაქვს. ერთი ვარჯიში ფიზმომზადების მწვრთნელთან, მეორე ვარჯიში კი ინდივიდუალურ მწვრთნელთან და აქცენტს ბურთით ვარჯიშზე ვაკეთებ.

ზაზა: ახლა ხომ ხედავ, ESPN-ზე NBA2K-ს აჩვენებენ. ბავშვებს ძალიან მოსწონთ.

გოგა: იმედია ასე არ გაგრძელდება დიდი ხანი თორემ გაგიჟდება ხალხი, გავგიჟდებით ჩვენ.

ზაზა: თავიდან რომ წამოვედი NBA-ში მაინტერესებდა ვინ რას წერდა ჩემზე და ვკითხულობდი ხოლმე, კარგი გსიამოვნებს და ცუდი რა თქმა უნდა არ გსიამოვნებს. რომ გგულშემატკივრობ, ამიტომ შენს მაგივრად მე დავიწყე კომენტარების კითხვა თუ რას წერდნენ შენზე. გითხარი კიდეც, რომ არ მიგექცია ყურადღება. G ლიგა არის პროცესის ნაწილი, 15-წლიანი კარიერის ერთი ეტაპი. ვინც ფიქრობს, რომ აშშ-ში ნაადრევად წამოხვედი, არ არიან გარკვეულები თუ როგორ ფუნქციონირებს NBA.

დარწმუნებული ვარ ჩემი აკადემიის ბავშვები გვიყურებენ, მათთვის შენ სამაგალითო უნდა იყო. იცოდე რომ უამრავი ბავშვი გიყურებს. დარწმუნებული ვარ შენ ბავშვებისთვის სამაგალითო იქნები.

ისე, ამერიკა როგორ მოგწონს?

გოგა: მარტო ცხოვრებას მიჩვეული ვარ. კლუბმა ისეთი გარემო შემიქმნა, ყველაფერს ძალიან ადვილად შევეჩვიე. ბევრ ქალაქში ვიყავი, ბევრი ქალაქი მომეწონა.

ზაზა: ყველაზე ძალიან რომელი ქალაქი მოგეწონა?

გოგა: მაიამი.

ზაზა: კარგი მითხარი NBA-ს 3 საუკეთესო ქალაქი.

გოგა: მაიამი… არა, ჯერ ინდიანა.

ზაზა: არა, მაგას არ დაგიჯერებ (იცინიან).

გოგა: მემფისი ნამდვილად არა, მაიამი, ლოს-ანჯელესი და ატლანტა. ატლანტაში მეგობრებიც მყავს, ქართველები არიან.

ზაზა: ახლა 3 ყველაზე არასასურველი ქალაქი მითხარი

გოგა: მემფისი, მიულოკი, ოკლაჰომა.

ზაზა: NBA-ს სამი საუკეთესო დარბაზი მითხრაი.

გოგა: ”მედისონ სქვეარ გარდენი, ”მილუოკის” დარბაზი. ჰო და კიდევ ”ბრუკლინის” დარბაზი.

ზაზა: NBA-ში წარმატების მისაღწევად ძალიან ბევრ რამეზე გიწევს უარის თქმა. როცა ჩემი შვილი ნუცა დაიბადა, მეუღლესთან და შვილებთან ერთად არ ვიყავი. ნუცას დაბადების პირველი სიხარული მათთან ერთად ვერ გავიზიარე.

ყოველ წელს დრაფტიდან 60 მოთამაშე შემოდის, 60 უნდა გავიდეს. უდიდესი კონკურენციაა.

რთულია საქართველოში მყოფ შენს მეგობარს აუხსნა რატომ დაიკარგე, რატომ აღარ ურეკავ. აქ 8 საათზე იწყებ ვარჯიშს, 2-ზე ამთავრებ და საქართველოში უკვე ღამეა.

საქმის სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია. თუ არ გიყვარს, გაგიჭირდება.”

 

crystalsport.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები