ზაზა ფაჩულიასთვის მიმდინარე სეზონში ერთი-ერთი საუკეთესო “ფილადელფიასთან” მოგებული შეხვედრა იყო.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე გატარებულ 15 წუთში 16 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
პირველ მეოთხედში კევინ დურანტის პასის შემდეგ ფაჩულიამ ეფექტურად ჩატენა ბურთი მეტოქის კალათში (ვიდეოში 30 წამიდან), რასაც მისი თანაგუნდელების, “გოლდენ სტეიტის” სათადარიგოთა სკამზე მყოფი მოთამაშეების ემოციური რეაქცია მოჰყვა.
https://www.youtube.com/watch?time_continue=30&v=p4aSBWMwMkQ
–
ამასობაში ზაზა ფაჩულია კევინ დურანტის ტრავმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ფაჩულია თანაგუნდელის დაზიანების გამო იმედგაცრუებულია და მას მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს:
“ჩემზე მეტად არავინაა იმედგაცრუებული კევინ დურანტის ტრავმის გამო. მაგრამ, იგი დაბრუნდება უფრო ძლიერი და ძალიან სწრაფად – მალე გამოჯანმრთელდი ჩემი ძმაო”, – დაწერა ფაჩულიამ.
შეგახსენებთ, ზაზა ფაჩულია “ვაშინგტონთან” მატჩის დროს დურანტს უნებლიედ დაეჯახა და ამერიკელმა ვარკვლავმაც ტრავმა მაშინ მიიღო. კევინ დურანტს ოთხი კვირა გაუცდება.