ცნობილია ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელების ნომრები, რომლითაც 2015-2016 წლების სეზონში ითამაშებენ.
კლუბის ახალწვეულმა რადამელ ფალკაომ, რომელიც „მონაკოდან“ ჩელსიში“ იჯარის წესით გაატარებს მომავალ სეზონს, 9-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
მისი თანამემამულე ხუან კუადრადო, რომელიც გასულ სეზონში 23 ნომრით თამაშობდა, ახლა 11-ნომრიანი მაისურით შეუტევს, რომელიც წლების განმავლობაში დიდიე დროგბას ეკუთვნოდა.
ახალგაზრდა ბერნარდ ტრაორე, რომელიც ბოლო ორი სეზონი „ვიტესში“ იყო განათხოვრებული, 14 ნომრით იასპარეზებს.
კიდევ ერთ ახალწვეული ბოსნიელი კიპერი ასმირ ბეგოვიჩი კი 1 ნომრით ითამაშებს.