LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფასიანი პაკეტების ყიდვა პრემიუმ ავტომობილების მფლობელებსაც კი არ სურთ

105
ფასიანი პაკეტების ყიდვა პრემიუმ ავტომობილების მფლობელებსაც კი არ სურთ

პრემიუმ ავტო ბრენდების კლიენტები უარს ამბობენ იმ მანქანების ყიდვაზე, რომლებსაც ფასიანი ოფციები მოჰყვება. ბევრმა მსოფლიო ავტომწარმოებელმა გადაწყვიტა, რომ თავისი მოდელებით ფული რამდენიმე წლის განმავლობაში გამოიმუშაოს, რასაც მყიდველებისთვის ყოველთვიური გადასახადის მქონე ოფციების შეთავაზებით შეძლებს. თუმცა, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ავტომობილში უკვე არსებული ფუნქციებისთვის ფულის დამატება ერთობ წარუმატებელი იდეაა.

როგორც კომპანია Lincoln-ის ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა: საავტომობილო ბრენდების მყიდველები არ არიან მზად საბაზისო ფუნქციონალისთვის მეტი გადაიხადონ, ისეთისთვის რომელიც ნებისმიერ მანქანას თავისთავად უნდა ჰქონდეს. კლიენტები ფიქრობენ, რომ მაგალითად, ისეთი ფუნქცია როგორიცაა სავარძლის გათბობა ან კრუიზ-კონტროლი, სტანდარტულ კომპლექტაციაში უნდა შედიოდეს.

ანალოგიურ აზრზეა Volvo-ს ხელმძღვანელიც, რომელმაც დააზუსტა, რომ ბრენდის კლიენტები ფასიანი გამოწერის იდეას ნეგატიურად აფასებენ, განსაკუთრებით მაშინ როცა საქმე ჩვეულ ოფციებს ეხება. მყიდველები დამატებით მხოლოდ ისეთი სერვისების ანაზღაურებისთვის არიან მზად, როგორიცაა მაგალითად ინტერნეტთან წვდომა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები