შვეიცარიის ქალაქ ბაზელში ხაზზე როჯერ ფედერერის საპატივსაცემოდ ტრავმაი გაუშვეს.
„FedExpress-ს შევახტები. ეს ჩემთვის დიდი პატივია. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს გუშინ ვიყავი პატარა ბიჭი და 8 ნომერი ტრავმაით ვარჯიშზე მივდიოდი“, – დაწერა როჯერმა ინსტაგრამზე.
გახსნის ცერემონიაზე მონაწილეობა მიიღეს საფეხბურთო „ბაზელის“ წარმომადგენლებმაც: კაპიტანმა ფაბიან ფრაიმ, მთავარმა მწვრთნელმა პატრიკ რამენმა და სპორტულმა დირექტორმა მარკო შტრელერმა.
ფედერერი პირველი ჩოგბურთელია, რომელმაც „დიდი სლემის“ 20 ტურნირის მოგებას მიაღწია. ის უიმბლდონის რეკორდსმენია (8).
„ბაზელი“ კი შვეიცარიის ჩემპიონატის ლიდერია.