სლოვაკეთის მეხუთე დივიზიონის მოთამაშემ ლაინსმენს მატჩის დაწყებამდე ხელი სთხოვა.
საუბარი ქორწინებაზეა, ხოლო ლაინსმენი – ქალია.
კლუბ „ნიჟნას“ ფეხბურთელი ლუბომირ ვაჟეჩკა ხლებნიცეს „ტატრანის“ წინააღმდეგ მატჩის გმირი ჯერ კიდევ თამაშის დაწყებამდე გახდა.
ლუბომირი გაოცებული პარტნიორებისა და 400 გულშემატკივრის თანდასწრებით შეყვარებულ პეტრა ლეპაჩკოვასთან მივიდა, ცალი მუხლი მოიდრიკა და სთხოვა, ცოლად გამომყევიო.
ისე მოხდა, რომ ფეხბურთელის გულისწორი ამ მატჩზე გვერდით მსაჯად მუშობდა. გოგონამ თანხმობა განაცხადა.
ეს საუკეთესო დღეა ჩემ ცხოვრებაში – დაწერა პეტრამ ინსტაგრამზე.