კატალონიის ”ბარსელონას” ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი აცხადებს, რომ ფეხბურთო სექსზე უკეთესია.
“ფეხბურთში სიხარული სამ ან ოთხ დღეს გრძელდება. რაც შეეხება სექსს, ამ შემთხვევაში, სიხარული, შესაძლოა, მხოლოდ ერთი წუთის განმავლობაში გაგრძელდეს.
ცუდად ჩატარებული მატჩის შემდეგ შინ მიდიხარ, კარს მოიხურავ და სამი-ოთხი დღე გარეთ არ გამოდიხარ. შეიძლება, ცუდი თამაშის გამო ფანებმა შეურაცხყოფა არ მოგაყენონ, მაგრამ იმას მაინც შეგახსენებენ, რომ ეს შენი საუკეთესო თამაში არ ყოფილა”, – უთხრა ბუსკეტსმა ესპანურ სატელევიზიო შოუ El Hormiguero-ს.