LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთში მსაჯები აიკრძალა

12

ისლამურმა სახელმწიფომ ფეხბურთში მსაჯები აკრძალა.
არბიტრების არსებობა შარიათის კანონებთან შეუსაბამოდ აღიარეს.

ტერორისტულმა დაჯგუფებამ ”ისლამური სახელმწიფო” აკრძალვა შემოიღო საფეხბურთო მატჩებში პროფესიონალი მსაჯების მუშაობაზე, იუწყება The Independent ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაცია Syrian Observatory of Human Rights-ზე დაყრდნობით.

ISIS-ის ლიდერებმა პროვინცია დეირ-ეზ-ზორში ფიფას წესები შარიათთან შეუსაბამობაში მიიჩნიეს და მსაჯებს თამაშებში მონაწილეობა აუკრძალეს. მოთამაშეებს აცნობეს, რომ მსაჯები აიკრძალა, რადგან ისინი იღებენ გადაწყვეტილებას ისე, რომ ალაჰის ნებით არ ხელმძღვანელობენ.

ისლამისტების კონტროლირებად ტერიტორიაზე ფეხბურთს თამაშობენ, თუმცა მანამდე ჯიჰადისტების ლიდერებმა სპორტის ეს სახეობა არამუსულმანურად აღიარეს.

მანამდე არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები კლავდნენ პროფესიონალ ფეხბურთელებს და ხვრეტდნენ მოზარდებს, რომლებიც საფეხბურთო მატჩებს უყურებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები