LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხსაცმელი რეტრო ავტომობილების მოყვარულებისთვის

26

Santoni-მ გამოუშვა ფეხსაცმელი, რომელიც რეტრო-ავტომობილების მოყვარულებს ძალიან მოეწონებათ. ფეხსაცმლისა და აქსესუარების ბრენდმა ახალი კოლექცია Rally Passione Caracciola-ს რბოლას მიუძღვნა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ღონისძიებას იტალია 21-25 ივნისს უმასპინძლებს. სპეციალურად რარიტეტული ავტომობილების მოყვარულთათვის კი კომპანიის დიზაინერებმა სხვადასხვა სტილის ფეხსაცმელი და დოკუმენტებისთვის განკუთვნილი ზურგჩანთა შექმნეს.

აღსანიშნავია, რომ ყველა მოდელი მუქ ყავისფერ ფერშია შესრულებული და ძირითადად ხელითაა დამუშავებული. გარდა ამისა, აქსესუარებს გერმანელი მრბოლელის რუდოლფ კარაჩიოლას საპატივცემულოდ ოქროსფერი ლოგოტიპი – 144RC ამშვენებს.

როგორც ბრენდის გენერალური დირექტორი ჯუზეპე სანტონი აცხადებს, ის დიდი ავტომოყვარულია და რეტრო-მოდელებს ხომ საერთოდ ხელოვნების ნიმუშებად თვლის.

რაც შეეხება საინტერესო კოლექციას, მის შეძენას მსურველები 21 ივნისიდან შეძლებენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები