LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ferrari ძალებს მოსინჯავს სპორტში, რომელიც ავტომობილებს არ უკავშირდება

105
Ferrari ძალებს მოსინჯავს სპორტში, რომელიც ავტომობილებს არ უკავშირდება

Ferrari თავის ძალებს დატესტავს სპორტში, რომელიც ავტომობილებს არ უკავშირდება. იტალიური ბრენდის პრეზიდენტმა აქციონერებს უთხრა, რომ კომპანია ახალი გამოწვევებისთვის მზადაა და იახტების სპორტში გადადის.

ტოპ-მენეჯერის აზრით, ზღვაზე მაქსიმალური პროდუქტიულობის ძიება ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში ახალ შესაძლებლობებს გახსნის. მიღებული ცოდნა Ferrari-ს სარბოლო და საგზაო მანქანების გამოშვებაში დაეხმარება.

უახლესი იახტა წითელი ზოლით 2026 წლისთვის იქნება მზად, ორი წლის შემდეგ კი „ამერიკის თასზე“ იასპარეზებს. Ferrari დარწმუნებულია, რომ ახალი სპორტი ახალი კლიენტებისა და გულშემატკივრების პოვნაში დაეხმარება.

საინტერესოა, რომ ტოპ-მენეჯერმა ახალი ელექტრომობილის მოსალოდნელი პრემიერაც დაადასტურა – ღონისძიება 9 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები