Ferrari ლეგენდარული მოდელის 250 GTO-ის წარმოებას განაახლებს. იტალიური ბრენდის ხელმძღვანელმა სერჯიო მარკიონემ გავრცელებული ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დაადასტურა.
საკულტო ავტომობლი 250 GTO სულ მალე ბაზარზე დაბრუნდება, თუმცა განსხვავებით Jaguar E-Type Lightweight-ისგან, ახალი ფერარი თავისი წინამორბედის ასლი არ იქნება.
სერჯიოს განცხადებით, ლეგენდის გაცოცხლება ძალიან რთული იქნება, მისი თავიდან შექმნა კი თითქმის შეუძლებელი. მაგრამ, ბრენდი ამისთვის მზადაა და ავტომოყვარულები პირველ შედეგს რამდენიმე წელიწადში იხილავენ.
სუპერქარი Ferrari 250 GTO 1962 – 1964 წლებში გამოდიოდა. ამ პერიოდში ბაზარზე სულ 39 ავტომობილი გამოჩნდა და რამდენიმე მათგანმა მძლავრი ძრავი – ინდექსით 330 GTO მიიღო. აგრეგატს 300 ცხენის ძალის განვითარება შეეძლო. მოდელმა ნამდვილად გაამართლდა და მის სარბოლო წარმატებებს შორის – 1962, 1963 და 1964 წლებში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულია.
აღსანიშნავია, რომ დღეს 250 GTO ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილია და მისი ღირებულება 38 მილიონი დოლარია.