2023 წელს Ferrari-მ ყოველი გაყიდული ავტომობილით 118 ათასი ევრო გამოიმუშავა. ეს სფეროს საუკეთესო მაჩვენებელია და თან ბევრად უსწრებს ისეთ ბრენდებს როგორიცაა – Porsche და BMW, რომელთა ბრუნვაც ბევრად ნაკლებია. მაგალითად, იგივე 118 ათასი ევროს საშოვნელად „პორშემ“ 5 ავტომობილზე მეტი უნდა გაყიდოს, BMW-მ – 16, ხოლო Mercedes-Benz-მა – 17. General Motors-ის მაჩვენებელი 70 მანქანაა, ხოლო Great Wall-ის 415.
Ferrari-მ 2023 წელს ლუქს სეგმენტში თავისი პოზიციები გაამყარა და 13 663 ავტომობილის გაყიდვა შეძლო, რაც ჯამში 5,97 მილიარდი დოლარით გამდიდრებაში დაეხმარა. თითოეულმა გაყიდულმა სპორტქარმა ბრენდს 118 ათასი ევრო მოუტანა, რაც 25 600 ევროთი მეტია ვიდრე 2022 წლის მაჩვენებელი. წარმატების მთავარი მამოძრავებელი ძალა Ferrari Purosangue და ჰიბრიდი SF90 Stradale გახდნენ.