LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Fiat Chrysler Automobiles-მა Best Car 2017-ის კონკურსზე ორმაგი გამარჯვება იზეიმა

48

კონკურს ”Best Car 2017”-ზე, რომელსაც ჟურნალი ”Auto motor und sport”-ი ატარებს, იტალიურ-ამერიკულმა საავტომობილო გაერთიანებამ ერთბაშად ორი მოდელის – Alfa Romeo Giulia-სა  და Abarth 595-ის გამარჯვება იზეიმა. ევროპული კონკურსი ”Best Car 2017” წელს 41-ედ ჩატარდა.

სახელგანთქმული, სპეციალიზირებული ჟურნალის ”Auto motor und sport”-ის მკითხველებმა ხმის მიცემის შედეგად გადაწყვიტეს, რომ სედანი Alfa Romeo Giulia არის ”საუკეთესო საშუალო კლასის იმპორტული ავტომობილი”. იტალიურ მოდელს ხმა რესპოდენტების 25,4%-მა მისცა.

საინტერესოა, რომ Alfa Romeo-ს სხვა მოდელებმა სხვადასხვა ნომინაციებში ასევე საპრიზო ადგილები დაიკავეს. საშუალო ზომის ჰეთჩბეკმა Giulietta-მ ”საუკეთესო კომპაქტური კლასის იმპორტული ავტომობილების” კატეგორიაში მეორე პოზიცია დაიკავა, Alfa Romeo Mito კი ”საუკეთესო პატარა იმპორტული ავტომობილების ნომინაციის მესამე ადგილის მფლობელი აღმოჩნდა.

რაც შეეხება Fiat-ს, მისმა წარმომადგენელმა Abarth 595 გაიმარჯვა კატეგორიაში ”საუკეთესო იმპორტული მინი ავტომობილი”, მას ხმა მკითხველთა 34%-მა მისცა, მეორე ადგილი კი ამავე ნომინაციაში კომაქტის ჩვეულებრივმა ვერსიამ Fiat 500-მა დაიკავა.