ფიფამ პარიზში The Best დაჯილდოების ცერემონია გამართა და ერთ-ერთ ნომინაციაში ქართველი ფეხბურთელი გამოარჩია – ლუკა ლოჩოშვილი ფეარ-პლეის პრიზის მფლობელი გახდა.
ჩვენიანს საგანგებო ჯილდო გადასცეს.
თუმცა, ქართველი ფეხბურთელი პარიზში არ იმყოფებოდა და ონლაინ ჩაერთო (მორიგი ტურის მატჩისთვის ემზადება) და მადლობა გადაიხადა.
„მიხარია ამ ჯილდოს მიღება, მაგრამ ყველაზე მეტად სიცოცხლის გადარჩენა მახარებს, რაც ფეხბურთზე უფრო მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ლუკა ლოჩოშვილმა.
გავიხსენოთ, რომ გასული წლის თებერვალში, როდესაც ლუკა ავსტრიულ „ვოლფსბერგერში“ თამაშობდა, შინ ვენის „აუსტრიასთან“ შეხვედრაში მასპინძელთა ნახევარმცველი ტიგლი ცუდად გახდა და გონება დაკარგა. ფეხბურთელს პირველადი დახმარება ლოჩოშვილმა გაუწია და სიკვდილისგან იხსნა.
Wenn Fußball zur Nebensache wird: @WolfsbergerAC-Profi Luka #Lochoshvili rettet dem bewusstlosen Georg #Teigl wohl das Leben und wird nach der Partie von den @FKAustriaWien-Spielern umarmt! ❤️#SkyBuliAT #FAKWAC pic.twitter.com/91KZeo44U9
— Sky Sport Austria (@SkySportAustria) February 27, 2022
ლუკამ ჩართვისას ასევე განაცხადა, რომ ფეხბურთში მთავარი სამართლიანი თამაში და პატივისცემაა, იმ მომენტში ინსტინქტურად მოიქცა, ასეთ სიტუაციებში სწორად მოქმედების ცოდნა აუცილებელია და ეს შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
Fair Play-ის პრიზის ნომინანტები ასევე იყვნენ ედუარდო კამავინგა („რეალი“) და სადიო მანე („ბაიერნი“).