LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიფას ჩინოვნიკები დააკავეს

41

შვეიცარიაში ფიფა-ს ჩინოვნიკები დააკავეს. რა თქმა უნდა, მიზეზი კორუფციაა.
ეჭვი ათზე მეტ ჩინოვნიკზეა მიტანილი. ეს ფულის მოყვარული ხალხი გახლავთ კონმებოლის, ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ფეხბურთის კონფედერაციის თანამდებობაზე მყოფი ადამიანები, მათ ფულის გათეთრებასა და თაღლითობაში ადანაშაულებენ.

დაკავებულთა ვინაობა ჯერ უცნობია, თუმცა მათ შორის ზეპ ბლატერი არ არის. დაჭერობანა ციურიხში მოხდა. ოპერაცია იუსტიციის სამინისტროსა და პოლიციის განკარგულებით ჩატარდა.

გაგახსენებთ, რომ ნოემბერში ფიფა-ს ეთიკის კომიტეტის საარბიტრაჟო პალატამ ფიფას პრეზიდენტ ზეპ ბლატერისა და უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ბლატერს პლატინისთვის 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკის მიცემას აბრალებენ. ფაქტი პლატინიმ დაადასტურა კიდეც.

ფიფას რამდენიმე მაღალჩინოსანი კორუფციის ბრალდებით ციურიხში მაისშიც დააკავეს, კიდევ რამდენიმეს კი ბრალი წაუყენეს.

 

 

04FIFASTORY1-master675

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები