ფიფა ვერ ისვენებს და კიდევ ერთი ახალი ტურნირი ჩაუფიქრებია.
ამის თაობაზე ესპანური გაზეთი Marca ირწმუნება.
2021 წლიდან ფიფა ახალ ტურნირს ჩაატარებს. საუბარია, რომ კონფედერაციათა თასის ნაცვლად გაიმართოს ტურნირი სახელწოდებით – კლუბებს შორის მსოფლიოს სუპერჩემპიონატი, რომელშიც ექვსი კონტინენტის 24 საუკეთესო კლუბი გამოავლენს უძლიერესს.
ჩემპიონატის ჩატარება ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იგეგმება.
ევროპიდან წარმოდგენილი იქნება 12 კლუბი: ჩემპიონთა ლიგის ბოლო ოთხი გამარჯვებული, აგრეთვე, მთავარი ევროპული ტურნირის ფინალისტები. დანარჩენ მონაწილეებს უეფას რეიტინგის მიხედვით აარჩევენ.