კომპანია Neflix გადაწყვიტა საუკუნის ტრანსფერზე დოკუმენტური ფილმი გაეკეთებინა და ახალ ნამუშევარსაც მალე წარადგენს. საუბარია ლუიშ ფიგუს „ბარსელონადან“ „რეალში“ გადასვლაზე.
სრულმეტრაჟიან დოკუმენტური ფილმის სახელწოდება „ფიგუს საქმე“ (El Caso Figo). ის ეძღვნება პორტუგალიელის 2000 წელს განხორციელებულ ყველაზე ხმაურიან ტრანსფერს, რომელიც მაშინ 62 მილიონ ევრო დაჯდა.
ფიგუს მოგონებების გარდა, ფილმში შეტანილია ინტერვიუები „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან და „ბარსელონას“ ყოფილ ფეხბურთელ პეპ გვარდიოლასთან.
ფილმის პრემიერა 25 აგვისტოს არის დაგეგმილი.