ფილმის „მე, რობოტი“ რეჟისორი ილონ მასკს დიზაინის კოპირებაში ადანაშაულებს. ალექს პროიასი ამტკიცებს, რომ Tesla-ს ახალი ქმნილებები მათ შორის რობოტაქსი Cybercab, ძალიან ჰგავს კონცეპტებს ფილმიდან. სოც-ქსელებში მან დადო კადრები, სადაც კომპანიის პროდუქტებსა და ფილმის სახეებს შორის მსგავსებაა ასახული. რეჟისორი ყურადღებას ამახვილებს ასევე ანდროიდ Optimus-სა და თავისი ფილმის პერსონაჟს შორის არსებულ პარალელზე.
ალექსმა კოლაჟს წარწერაც დაურთო: „ეი, ილონ, შეგიძლია ჩემი დიზაინი დამიბრუნო?“ „ტესლას“ ახალი ავტომობილის მისამართით პარალელურად სხვა კრიტიკული შენიშვნებიც გაჩნდა. Bloomberg ამტკიცებს, რომ პრეზენტაციაზე რობოტი Optimus დისტანციურად იმართებოდა და განცხადება მისი ავტონომიურობის შესახებ სიმართლეს ნაკლებად შეესაბამება.
