LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინალური მატჩების წილისყრა შედგა

27

ფეხბურთის ფედერაციაში უმაღლესი ლიგის ფინალური მატჩების წილისყრა გაიმართა.
ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს წითელი და თეთრი ჯგუფის ლიდერები „სამტრედია“ და საჩხერის „ჩიხურა“ დაუპირისპირდებიან.

ფინალების პირველ შეხვედრას, 3 დეკემბერს სამტრედია უმასპინძლებს და მატჩი 14:00 საათზე დაიწყება. საპასუხო მატჩი კი, 11 დეკემბერს, 13:30 საათზე თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
ორივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

გაირკვა, რომ 10 დეკემბერს გასამართ ბრინჯაოს ფინალს გორი უმასპინძლებს და შეხვედრა 13:00 საათზე დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები