LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინეთის აეროპორტი მგზავრებს ხელბარგით 2 ლიტრამდე სითხის გადატანის უფლებას მისცემს

129
Capture

ჰელსინკის აეროპორტში ხელბარგთან დაკავშირებული მოთხოვნები იცვლება: ამიერიდან თვითმფრინავში 2 ლიტრამდე სითხის ატანა იქნება შესაძლებელი, მათ შორის 100 მილილიტრზე მეტი მოცულობის ბოთლებით. მგზავრებს ასევე შეეძლებათ, რომ შემოწმების დროს ჩანთებში დატოვონ ელექტრონული მოწყობილობები. ინფორმაციას სიახლის შესახებ The Yle.fi ავრცელებს.

უსაფრთხოების კონტროლის ზონაში დაამონტაჟეს ახალი სკანერები, რომელიც კომპიუტერული ტომოგრაფიის ტექნოლოგიითაა აღჭურვილი. სიახლე ოფიცრებს საშუალებას მისცემს, რომ მგზავრის ჩანთის შემცველობა უფრო მეტი დეტალიზებით დაათვალიერონ. სკანერები ბარგში ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობასაც მარტივად დააფიქსიროს.

ახალი წესები უკვე მოქმედებს ჰელსინკის აეროპორტის მთელ ტერიტორიაზე, თუმცა სიახლით სარგებლობა ჯერჯერობით არ შეუძლიათ ტრანზიტულ მგზავრებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები