Finnair-ის მგზავრები ეკოლოგიაზე ზრუნვას შეძლებენ. ფინეთის ავიახაზები ყველა ადამიანს მისცემს საშუალებას, რომ ჰაერში მავნე გამონაბოლქვის რაოდენობა შეამციროს.
შეგახსენებთ, რომ 1 აგვისტოს მსოფლიომ ეკოლოგიური ვალის დღე აღნიშნა და ავიაგადამზიდის ახალი ინიციატივაც სწორედ ამ თარიღს დაემთხვა. ეკოლოგიურ სერვისს Finnair 2019 წლიდან დაიწყებს და ავიამგზავრებს საშუალება ექნებათ, რომ სურვილის შემთხვევაში ბიოსაწვავის ფასი გადაიხადონ და მას ავიაკომპანია შემდეგ რეისებზე გამოიყენებს. ასევე, მგზავრები ეკოლოგიის განვითარებისთვის ნებისმიერი თანხის გადარიცხვასაც შეძლებენ, რითაც კეთილ საქმეში თავის წვლილს შეიტანენ.
შეგახსენებთ, რომ ფინეთის ავიახაზები გარემოზე ზრუნვას ყოველთვის ცდილობდა და ამისთვის ავიაპარკიც კი განაახლა და სრულიად ახალი, ბიოსაწვავზე მომუშავე ლაინერები შეიძინა.
–