LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Finnair-მა პარასკევს, 13-ში, რეისი „ჯოჯოხეთში გაუშვა“

45

 

ფინურმა ავიაკომპანია Finnair-მა, 13 ოქტომბერს, პარასკევს, ბოლოჯერ გაუშვა რეისი კოპენჰაგენიდან ჰელსინკში ნომრით AY666. ამ რეისს მსოფლიოში „ყველაზე საშინელს“ უწოდებენ. ამის შესახებ The Independent წერს.

ჰელსინკში მგზავრებს თემატური ავტობუსი დახვდათ.

მომდევნო რეისი, რომელიც მგზავრებს კოპენჰაგენსა და ჰელსინკს შორის ატარებს, მიიღებს ნომერს AY954.

პირველად, ლაინერმა „ყველაზე საშინელი“ რეისი მსოფლიოში 2017 წლის 13 იანვარს, პარასკვს შეასრულა. აღნიშნულ რეისს ასე ხუმრობით ციფრის – 666-ისა და ფინეთის დედაქლაქის აეროპორტის კოდის – HEL-ის გამო ეძახიან, რაც ინგლისური სიტყვის, hell-ის, ანუ ჯოჯოხეთის ჟღერადობასთან ახლოს არის. გარდა ამისა, თვითმფრინავი კოპენჰაგენიდან ადგილობრივი დროით 13:00 საათზე გაფრინდა.

რეისი AY666 პირველად 1997 წლის აპრილს შესრუდა, მაშინ ფინური გადამზიდის ლაინერები ამ მარშრუტით შაბათობით დაფრინავდნენ. 2002 წლის აგვისტოში კი ფრენა პარასკევს გადმოიტანეს. პარასკევი, 13 რიცხვი კი ბედნიერ დღედ არ მიიჩნევა, ასეთი დამთხვევა 2017 წელს ორჯერ იყო, იანვარსა და ოქტომბერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები