LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფლორენციაში ჩასულ ტურისტებს სიურპრიზი ელოდებათ

50

ფლორენციის სტუმრებს ამიერიდან მუზეუმებზე ფულის დაზოგვა შეეძლებათ. ქალაქის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, შეიქმნება ერთობლივი ბილეთი, რომლის ღირებულებაც 10 ევრო იქნება და მისი მფლობელები ყველა მუზეუმის დათვალიერებას შეძლებენ. მათ შორისაა ახალი მუზეუმი ოპერა-დელ-დუომოც, რომელსაც საზოგადოება უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ელოდებოდა.

რაც შეეხება საინტერესო აქციას ის მარტის ბოლომდე გაგრძელდება და თუკი გაამართლებს – მომავალშიც გაიმეორებენ.

შეგახსენებთ, რომ ფლორენციაში ყოველ კვირა დღეს ყველა მუზეუმში, გალერეაში, ისტორიულ მემორიალსა თუ პარკში შესვლა სრულიად უფასოა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები