LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფლორენციაში ტურისტებს ქუჩაში ჭამა აუკრძალეს

80

ფლორენციაში ტურისტებს ქუჩაში ჭამა აუკრძალეს. იტალიური ქალაქის მთავრობამ ისტორიულ ცენტრში მდებარე 4 ქუჩაზე ახალი წესები შემოიღო. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, კანონი ძალაში უკვე შევიდა და ის ადამიანები ვინც ვია დე ნერიზე, პიაცა დელ გრანოზე, პიაცა დელი უფიცასა და ვია დელა ნინაზე საკვების მირთმევას გადაწყვეტენ – არც მეტი არც ნაკლები 500 ევროთი დაჯარიმდებიან. ახალი აკრძალვის მიზეზი კი ტურისტული ნაკადების განტვირთვაა. საქმე ისაა, რომ ჭამის დროს ვიზიტორები შუა ქუჩაში ჩერდებიან და ქალაქში გადაადგილებას აფერხებენ.

საინტერესოა, რომ კანონის დაცვაზე მოხალისეები იზრუნებენ და მათ ჯარიმის გამოწერის უფლებაც ექნებათ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები