LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული საავტომობილო ბრენდები დაასახელა

92

ჟურნალმა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული საავტომობილო ბრენდების ყოველწლიური რეიტინგის შედეგები გამოაქვეყნა.

პირველი ადგილი ისევ Toyota-ს ერგო. მისი ღირებულება გამოცემის შეფასებით 44,7 მილიარდი დოლარია.

მთლიანობაში, რეიტინგში 12 საავტომობილო მარკა მოხვდა. ამასთან, ყველა ბრენდმა დადებითი დინამიკა აჩვენა – ბოლო წელს მათი ღირებულება გაიზარდა. გამონაკლისი მხოლოდ Hyundai გახდა. მისი ღირებულება 2%-ით შემცირდა. ყველაზე დიდი ზრდა Mercedes-Benz-მა დააფიქსირა, მთელი 18%.

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული საავტომობილო ბრენდების ჩამონათვალი ასეთია: Toyota, Mercedes-Benz, BMW, Honda, Audi, Ford, Chevrolet, Porsche, Lexus, Nissan, Hyundai, Volkswagen.

საერთო რეიტინგში პირველი ადგილი კომპანია Apple-ს ერგო. მისი ღირებულება 182,8 მილიარდი დოლარია. შემდეგ კი Google და Microsoft მოდიან, ხუთეულს კი Facebook და Amazon ასრულებენ. საავტომობილო რეიტინგის ლიდერი Toyota სიაში სტუდია Disney-სა და კომპანია AT&T-ს შორის მდებარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები