LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford GT, ნორვეგიის პეიზაჟები და წრის რეკორდი (ვიდეო)

56

სუპერქარმა Ford GT ულამაზეს „ატლანტიკურ გზაზე“, ნორვეგიის ორზოლიან ტრასაზე ირბოლა, რომელიც მცირე კუნძულებს აერთებს. ატომობილმა ყველაზე ჩრდილოეთ ტრეკზე – Arctic Circle Raceway-ზე რეკორდი დაამყარა. რგოლი ავტომწარმოებლის YouTube-ის არხზეა გამოქვეყნებული.

ვიდეორგოლი ნაწილია სერიისა სახელწოდებით Europe’s Greatest Driving Roads, რომელშიც Ford მართვისთვის ყველაზე საინტერესო და სახალისო გზებზე საუბრობს. როგორც კომპანიაში ახადებენ, „ატლანიკური გზის“ გადაღებისას გუნდმა შეფასების საკუთარი სისტემა დაარღვია, ბუნების სილამაზე შესაძლებელი ათი ქულიდან 11 ქულად შეაფასეს.

Ford GT-ს შტეფან მიუკე მართავდა, რომელიც Ford Chip Ganassi Racing-ის გუნდის პილოტია. მისი ერთი წრის რეკორდი კი 1 წუთი და 36,3 წამია.

Ford GT აღჭურვილია ტურბირებული 3.5 V6 EcoBoost-ის ძრავით. ძრავის სიმძლავრე 655 ცხენის ძალაა, მაქსიმალური სიჩქარე კი 347 კილომეტრ/საათია. ეს მონაცემები ორ კარიან მოდელს ამერიკული ავტომწარმოებლის ყველაზე სწრაფ სერიულ ავტომობილად აქცევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები