LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford-ი დრონების გამოყენებას ავტოპილოტის წარმადობის გასაზრდელად გეგმავს

34

ფორდი დიდი ხანია რაც საკუთარ მოდელებში ავტოპილოტის სისტემას იყენებს. კომპანიას ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სისტემა აქვს ამ სეგმენტში. ამერიკული ავტომწარმოებელი ისეთი პროგრამულ-აპარატის შექმნას გეგმავს, რომელიც ავტონომიური რეჟიმით მართვისას გაცილებით უფრო წარმადი და უსაფრთხო იქნება.

Ford-ის ინჟინრებმა Dailymail.co.uk-სთან საუბრისას აღნიშნეს, რომ საფრენი აპარატი ავტომობილს გაცილებით უკეთესად დაიცავს გაუთვალისწინებელი შეცდომებისგან. ავტოკონცერნის სპეციალისტების აზრით, ავტოპილოტიანი მოდელი, რომელიც აღჭურვილია ავტონომიური საფრენი მოწყობილობით, უკეთესად ორიენტირდება გზაზე, ხოლო მგზავრები, რომლებიც მოდელის სალონში სხედან, გაცილებით ნაკლებ ყურადღებას გაამახვილებენ უსაფრთხოებაზე და სანამ სასურველ ადგილამდე მივლიან, ავტომობილის სისტემაში ჩაშენებული გასართობი მულტიმედიური სერვისებით გაიყვანენ დროს.

შედარებით ადრე, ამავე წელს, კომპანია Ford-ი, ჩინურ კომპანიასთან DJI-სთან ახალი დრონების პროგრამულ მხარეებზე მუშაობდა. როგორც ავტომწარმოებელი განმარტავს, პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ძალიან მალე, შეიძლება პირველი პიკაპი Ford-150 ავტონომიურად მფრინავი მოწყობილობის თანხლებით უკვე გზებზე ვიხილოთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები