საწვავის კორპორაციის Ineos-ის ხელმძღვანელობამ ამერიკულ ავტომწარმოებელთან მოლაპარაკებები დაიწყო. იდეის ავტორებს ყველგანამავალი Land Rover Defender-ის თავიდან გაცოცხლება სურთ და ამისთვის, სამხრეთ უელსი შეარჩიეს. Defender-ისთვის Ford-ის ქარხნის იმ ნაწილის გამოყენებაა შესაძლებელი, სადაც Jaguar Land Rover-ის ძრავები ეწყობა. ავტომობილის გამოშვება ბრიტანელ მილიარდელს ჯიმ რეტკლიფს სურს და იმის გამო რომ მან თანამოაზრეები ვერ იპოვა, იდეას დამოუკიდებლად განახორციელებს. კროსოვერს Grenadier ეწოდება და თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის, სიახლე მალე ევროპულ ბაზარზეც გამოჩნდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ყველგანმავალის სატესტო ვერსია უკვე 2018 წლის ბოლოსთვის იქნება მზად და მისი ტესტ – დრაივებიც დაიწყება.