LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford-მა ავტომობილის სავარძლების გამოსაცდელად რობოტი შექმნა

35

Ford-მა ავტომობილის სავარძლების გამოსაცდელად რობოტი შექმნა. სიახლეს – Robutt ეწოდა და მისი მთავარი დანიშნულება ავტომობილის სავარძლის დაძველების ხარისხის დადგენა იქნება. აღჭურვილობა ეს არის მექანიკური „ხელი“, რომელზეც ადამიანის წონის მანეკენია დამონტაჟებული. Robutt მაკეტს სავარძელში ადამიანივით ათავსებს და თან წონასაც ადამიანის მასის შესაბამისად ანაწილებს.

აღსანიშნავია, რომ სიახლე ჰეტჩბეკ Ford Fiesta-ზე გამოსცადეს და 3 კვირის განმავლობაში ის სავარძელში 25 ათასჯერ ჩაჯდა. ანალოგიურ შემოწმებას ford-ის სხვა მოდელებიც გაივლიან და ბაზარზე გასაყიდად მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები