LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford–მა ერთდროულად რამდენიმე ახალი მოდელი დააანონსა

135

Ford ძველ Bronco-ს გააცოცხლებს და რამდენიმე ახალ კროსოვერსაც გამოუშვებს. ამერიკულმა ავტომწაროებელმა ერთდროულად რამდენიმე ახალი მოდელი დააანონსა. მათ შორის კომპაქტური კროსოვერი, ყველგანმავალი Bronco და ჰიბრიდული მოდელები არიან. ფორდს დიდი გეგმები აქვს და 2020 წლისთვის არსებული მოდელების 75%-ს განახლებას გეგმავს. ძირითადი აქცენტი კი პიკაპებზე, კროსოვერებზე, ჰიბრიდებზე, ელექტრომობილებზე და კომერციულ ტრანსპორტზე გაკეთდება.

გარდა ამისა, იგეგმება Performance-ის ხაზის გაფართოებაც და სულ მალე კომპანია ახალ Explorer ST-ს წარადგენს. ბრენდის ახალი სტრატეგიის ნაწილი ჰიბრიდული მოდელებიც გახდება და სულ მალე F-150-ს, Mustang-ის, Explorer-ის, Escape-ისა და Bronco-ს მოდიფიკაციები გამოვა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლამდე ფორდი სრულიად ელექტრონულ სპორტქარსაც გამოუშვებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები