LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford Mustang-მა გერმანიის პოლიციაში დაიწყო ”მუშაობა”

61

ამერიკული მასლქარის დატიუნგებული ვერსია საპოლიციო პროგრამის TUNE IT! SAFE!-ის პოპულარიზაციისთვის იქნება გამოყენებული.

Ford Mustang-ის გაუმჯობესებაზე გერმანულმა ატელიე  Wolf Racing-მა იზრუნა.

Ford Mustang V8 GT-ს Wolf Wide 5.0 უწოდეს. აღჭურვეს გამონაბოლქვის სპორტული სისტემითა და ძარის დეტალების სრული კომპლექტით: წინა და უკანა ფარდებით, გვერდითი პანელებით, უკანა დიფუზორითა და მასიური უკანა ანტიფრთით.

Ford Mustang GT-ის კაპოტ ქვეშ 5.0 ლიტრის მოცულობის ძრავი დგას, რომელიც სტანდარტული 421 ცხენის ძალის ნაცვლად 455 ცხენის ძალას ავითარებს. ასეთი კონფიგურაციით Mustang ნულიდან ას კილომეტრს 4,3 წამში კრებს.

რაც შეეხება პროგრამას TUNE IT! SAFE! ავტომობილების უსაფრთხო ტიუნინგის პროპაგანდას ახდენს, რომელიც გერმანიაში მოქმედ მოტორიზებული ტრანსპორტის ნორმებს შეესაბამება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები