LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ახალი Ford Mustang პოლიციის სამსახურში გამოჩნდა

143
Ford mustang

პოლიციამ ახალი თაობის ford Mustang მიიღო. 2024 წელს ლეგენდარულმა მოდელმა 60 წლის იუბილე აღნიშნა და იუბილეს ნიშნად ახალი თაობაც გამოუშვა. მასობრივ მოდიფიკაციებს შორის ერთ-ერთი ბოლო გახდა პოლიციის ვერსია, რომელსაც ქარხანასთან არანაირი კავშირი აქვს, სტანდარტული ავტომობილის პარტია თანამშრომლებისთვის ჩრდილოეთ კაროლინას შტატის პატრულმა შეიძინა.

კანონდამცველთა ორგანოში პირველი სპორტქარები უკვე მიიტანეს და ისინი შტატებს შორის მაგისტრალებზე იმუშავებენ.

პოლიციისთვის ადგილობრივმა ხელისუფლებამ 5,0 ლიტრის მოცულობის V8 მოდიფიკაცია, Ford Mustang GR შეარჩიეს, რომელიც 480 ცხენის ძალას ავითარებს და 10 საფეხურიან გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.

სალონის ფოტოები არ ვრცელდება, თუმცა ნათელია რომ მანქანას ამერიკის პოლიციისთვის სტანდარტული მოწყობილობების ნაკრები ექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები