LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford Mustang-ის ოჯახი შესაძლოა სედანით გაფართოვდეს

106
1098x1098

Ford-ი ლეგენდარული Ford Mustang-ის სახელის ქვეშ ოთხკარიანი სედანის გამოშვებას განიხილავს. ამის შესახებ კომპანიის ახალი მოდელების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა ენდრიუ ფრიკმა გამოცემა Automotive News-თან საუბრისას მიანიშნა.

ფრიკს მომავალი მოდელი პირდაპირ არ დაუდასტურებია, თუმცა აღნიშნა, რომ Ford მომავალში Mustang-ის სამოდელო ხაზის გაფართოებას გეგმავს. მისი თქმით, თუ წარსულში სედანები ავტომობილების ბაზრის დაახლოებით 50%-ს შეადგენდა, დღეს კროსოვერების პოპულარობის ზრდის ფონზე მათი წილი 16-17%-მდე შემცირდა.

მიუხედავად ამისა, Ford მიიჩნევს, რომ სედანებისთვის ბაზარზე ადგილი კვლავ არსებობს. კომპანიაში ფიქრობენ, რომ ახალი მოდელი უნდა იყოს როგორც მომხმარებლებისთვის მიმზიდველი, ისე ფინანსურად მომგებიანი თავად მწარმოებლისთვისაც. არსებული შეფასებებით, ავტომობილის საწყისი ფასი 40 ათას დოლარზე ნაკლები იქნება.

ამ ეტაპზე უცნობია, რომელ პლატფორმაზე შეიქმნება ახალი სედანი და რა ტიპის ძრავებით აღიჭურვება. ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, მოდელი შესაძლოა Ford-ის ახალი UEV არქიტექტურაზე დაფუძნებული ელექტრომობილი გახდეს.

თუ პროექტი რეალობად იქცა, ახალი ავტომობილი ისტორიაში პირველი სერიული ოთხკარიანი Mustang არ იქნება – 1960-იანი წლებიდან სხვადასხვა კონცეპტი არაერთხელ გამოჩენილა, თუმცა წარმოებამდე არცერთი მათგანი მისულა. ახლა კი, ბაზრის მოთხოვნების ცვლილების ფონზე, Ford-მა შესაძლოა Mustang-ის ბრენდი სპორტული კუპეს ფარგლებს გარეთაც გაიყვანოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები