ორგანიზაცია EuroNCAP-მ, რომელიც ახალი ავტომობილების უსაფრთხოების შემოწმებაზე სპეციალიზირდება, Ford Mustang-ის ქრაშ-ტესტი ჩაატარა, რომელიც ხუთ ლიტრიანი V8 ძრავით არის აღჭურვილი. შედეგად მოდელმა ხუთიდან მხოლოდ 2 ვარსკვლავი მიიღო.
დაბალი შეფასება Ford Mustang-მა ბავშვების დაცვაში მიიღომ, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ გვერდითი შეჯახებისას უკან სავარძელზე მჯდომმა 10 წლის ბავშვმა შესაძლოა თავის სერიოზული ტრამვა მიიღოს.
ამასთან, წინა მხრიდან შეჯახებისას დაცვის დაბალი დონე მხოლოდ 6 წლის ბავშვის გულმკერდის მიდამოში დაფიქსირდა, რომელიც ბავშვის სავარძელში ზის, სხეულის დანარჩენი ნაწილების უსაფრთხოება კი ”კარგი” ან ”დამაკმაყოფილებელი” აღმოჩნდა.
Ford Mustang-მა დაბალი შეფასება იმისთვის მიიღო, რომ არცერთ სავარძელზე ბავშვის სკამი, რომელიც i-Size-ის სტანდარტებს შეესაბამება, არ მაგრდება.
ორი ქულა მიიღო კუპემ იმისთვის, რომ მოდელი მხოლოდ უსაფრთხოების ღვედის აუცილებლობის მანიშნებელით არის აღჭურვილი და სხვა რაიმე პასიური ან აქტიური უსაფრთხოების სისტემა, რომელიც მაღალ შეფასებას განაპირობებდა, არ აქვს.
რაც შეეხება დდი მგზავრების დაცვას, Mustang-ს EuroNCAP-მ მაღალი შეფასება – 72% დაუწერა. ყველაზე მეტად უკან მსხდომი მგზავრები ტრამვისთვის ”განწირულნი” ავტომობილის 100%-იან ბარიერთან შეჯახებისას. ქვეითების დაცვაში Mustang-მა 27 ქულა, ანუ 64% გამოიმუშავა.
Mustang პირველი მასლქარი არ არის, რომელმაც ქრაშ-ტესტი ჩააგდო. 2016 წლის მაისში ცუდი შეფასება მიიღო Dodge Challenger-მაც, რომელსაც გამოცდა აშშ-ს საგზაო უსაფრთოების სადაზღვევო ინსტიტუტმა (IIHS) ჩაუტარა.