LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford Mustang მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტული კუპეა

200

Ford Mustang ზედიზედ უკვე მესამე წელია მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტული კუპე ხდება. მსოფლიოს ცამეტ საავტომობილო ბაზარზე გაყიდვების მოცულობით მან Porsche 911-ს აჯობა. ყველაზე დიდი მოთხოვნით GT მოდიფიკაცია სარგებლობს, რომელიც ხუთ ლიტრიანი ატმოსფერული ძრავით არის აღჭურვილი.

2017 წლის მონაცემებით, მთლიანობაში 125 809 Ford Mustang-ის რეალიზაცია მოდა. მათგან 81 866 შეერთებულ შტატებში გაიყიდა. ევროპაში კომპანიამ 13 100 ავტომობილი გაყიდა, მთავარი ევროპული ბაზარი კი გერმანია გახდა, სადაც 5742 ეგზემპლარის რეალიზაცია მოხდა. ბრიტანეთში 2211, საფრანგეთში 942, ბელგიაში 900, შვედეთში კი 512 ავტომობილი გაიყიდა.

ასევე, ყველაზე პოპულარული სპორტული ავტომობილი გახდა Ford Mustang ჩინეთშიც. აქ 7125 ავტომობილის რეალიზაცია მოხდა.

განახლებული Ford Mustang კომპანია Ford-მა 2017 წლის შემოდგომაზე წარმოადგინა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები