LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford რუსეთში თავის საქმიანობას წყვეტს

29
ford203

კომპანია Ford იმ მრავალრიცხოვანი ავტომწარმოებლების სიას შეუერთდა, რომლებმაც რუსეთის ტერიტორიაზე საქმიანობა შეწყვიტეს. ოფიციალურ რელიზში ამერიკულმა კომპანიამ აღნიშნა, რომ რუსულ ბაზარს წლების განმავლობაში ნელ-ნელა ტოვებდა.

განცხადებაში Ford-მა დააზუსტა, რომ პარტნიორებს გაურკვეველი ვადით ემშვიდობება, მოვლენათა შემდგომ განვითარებამდე.

აღსანიშნავია, რომ ბრენდმა რუსეთში თავისი საქმიანობა ჯერ კიდევ 2019 წლიდან შეცვალა, ბაზრიდან გაიტანა ყველა მსუბუქი მოდელი და ერთადერთი ავტომობილი  რომელსაც რუსეთში აწყობდნენ და ყიდდნენ იყო – Transit.

Ford-ის მსგავსად რუსეთი დატოვეს ასევე – Volkswagen-მა, General Motors-მა, BMW-მ, Jaguar Land Rover-მა. ასევე შვედურმა Volvo-მ და Scania-მ. თავისი რუსული ქარხნები გააჩერეს Hyundai-მ და Renault-მაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები