LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford უფრო ექსტრემალური Focus RS-ის გამოშვებას გეგმავს

127

მიუხედავად იმისა, რომ ახალი Focus RS 2016 წლის გაზაფხულზე ჩაეშვება გაყიდვაში, კომპანია უკვე მუშაობს კიდევ ერთ მოდელზე, რომელიც უფრო სწრაფი და მსუბუქი იქნება – იტყობინება Autocar UK.

განახლებული და ექსტრემალური ავტომობილი სავარაუდოდ 2017 წელს გამოჩნდება. როგორც გამოცემა წერს, მისი სიმძლავრე 345 ცხენის ძალა იქნება. აგრეთვე განახლდება წამყვანი თვლებიც და წინაწამყვანის მაგივრად AWD (ოთხივე წამყვანთვლიანი) გახდება.

როგორც ირკვევა, Ford-ის 2.3 ლიტრიანი EcoBoost ძრავის რესურსი თითქმის ბოლომდე ამოიწურა. შესაბამისად, კომპანია ავტომობილის შემსუბუქებას აპირებს. კარბონისა და ალუმინის დახმარებით, ახალი თაობის RS-ი სტანდარტულთან შედარებით 100კგ-ით ნაკლები იქნება. გარდა ამისა სავარაუდოა, რომ შეიცვლება გადაცეამათა კოლოფიც, რომელიც ელექტრონულად იქნება გაკონტროლებული და მექანიკურ კოლოფს ჩაანაცვლებს.

შეგახსენებთ, რომ სტანდარტული Focus RS-ი 100კმ/სთ სიჩქარეს 4.7 წამში ანვითარებს და  ამ მაჩვენებლით განახლებულ Mercedes-Benz AMG A45–სა და Audi RS3-ს სჯობნის.

ჯერჯერობით ეს მხოლოდ სპეკულაციის თემაა. თუმცა, თუ კომპანია ამ მოდელს მწვანე შუქს აუნთებს, მისი ღირებულება 40 ათასი ევროდან 56 ათას ევრომდე იქნება.

 

2015-Geneva-Motor-Show-Ford-Focus-RS-018

2015-Geneva-Motor-Show-Ford-Focus-RS-017

2015-Geneva-Motor-Show-Ford-Focus-RS-016

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები