LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Formula E-ს ბოლიდი ორი თვითმფრინავის წინააღმდეგ (ვიდეო)

55

კორპორაცია ABB Group-მა, რომელიც Formula E-ს ჩემპიონატის სატიტულო პარტნიორია, და ავიაკომპანია Qatar Airways-მა ელექტრო ბოლიდსა და ორ სამგზავრო ლაინერს შორის რბოლა მოაწყეს. ვიდეო, სადაც Airbus A350 და Boeing 787 Dreamliner ბოლიდს ეჯიბრებიან, YouTube-ზე, ABB Formula E-ს გვერდზეა გამოქვეყნებული.

Spark SRT-01E-ის საჭესთან ბელგიელი ავტომრბოლელი ჟერომ დ’ამბროზიო იჯდა, რომელიც Formula E-ში 2014 წლიდან გამოდის. პირველ გარბენში მან ასაფრენ ბილიკზე სიჩქარის აკრებისას გაუსწრო თვითმფრინავს, მეორე შემთხვევაში კი დაშვებისას.

Spark SRT-01E-ს წონა 880 კილოგრამია. მისი სიმძლავრე კი 270 ცხენის ძალას უტოლდება. ნულიდან ას კილომეტრამდე Spark SRT-01E სა წამში სწრაფდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები