LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Formula E-ს სასიკვდილო ნომერი (ვიდეო)

76

Formula E ახალი სეზონისთვის განსაკუთრებულად ემზადება. შეჯიბრი 2012 წელს დაარსდა და მასში Formula 1-ის მსგავსი რბოლიდები იღებენ მონაწილეობას. თუმცა, უკანასკნელისგან განსხვავებით, სარბოლო გზაზე, მხოლოდ ელექტროძრავით აღჭურვილი რბოლიდები მონაწილეობენ.

სეზონის გახსნას Formula E-ს მესვეურები დიდ ყურადღებას უთმობენ და ცდილობენ, მაქსიმალურად მიიზიდონ მაყურებელი. ამის დასტურია ის ვიდეოც, რომელიც რამდენიმე საათის წინ Formula E-ს ოფიციალურ Facebook გვერდზე გავრცელდა.

ვიდეოში ნაჩვენებია, როგორ ასრულებს ცნობილი აკრობატი დამიენ ვოლტერსი ცნობილი ”Backflip”-ს… სასიკვდილო ნომრის არსი კი მდგომარეობს იმაში, რომ დემიენი Formula E-ს რბოლიდს ახტება…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები